თავში

სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა საზღვარი დაარღვიეს - აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო

სომხეთის შეიარაღებულმა ძალეის სამინისტრო
სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა საზღვარი დაარღვიეს - აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში აცხადებენ, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები ქვეყნის ტერიტორიაზე შეიჭრნენ.

"1 ივნისს 40-მდე სომეხი სამხედრო მოსამსახურე ქელბაჯარის რაიონის სოფელ არმუდლუს მიმართულებით 400 კმ-ით აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შემოვიდა და პოზიციები დაიკავა", - აღნიშნულია განცხადებაში.

უწყებები აღნიშნავენ, რომ მიღებული ზომების შედეგად სომეხი სამხედროები საწყის პოზიციებზე დაბრუნდნე. ამასთან, აზერბაიჯანი ხაზს უსვამს, რომ იარაღი არ გამოუყენებია.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ინციდენტი სომხეთის მხრიდან ქვეყნების საზღვარზე ვითარების ესკალაციას ემსახურება.

"სომხეთის შეიარაღებული ძალების აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შეჭრა კიდევ ერთი პროვოკაციაა და პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება სომხურ მხარეს. ინციდენტი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საერთაშორისო საზოგადოების და აზერბაიჯანული მხარის მხრიდან სასაზღვრო საკითხების მოლაპარაკებებისა და დიალოგის გზით გადაწყვეტისკენ მოწოდებების მიუხედავად, სომხეთი ორ ქვეყანას შორის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ სიტუაციის ესკალაციისკენ ისწრაფვის", - აღნიშნულია განცხადებაში.

უწყებები აღნიშნავენ, რომ აზერბაიჯანი სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ნებისმიერ მცდელობას მტკიცედ არ დაუშვებს.

"სომხეთმა პასუხისმგებლიანად უნდა იმოქმედოს, პატივი სცეს მეზობელი ქვეყნების საზღვრებსა და ტერიტორიულ მთლიანობას და თავი შეიკავოს პროვოკაციებისგან, რომლებმაც, შესაძლოა, რეგიონში სიტუაცია გაამწვავოს", - აღნიშნულია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system