თავში

სომხეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები შედეგები ცნობილია

​სომხეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები შედეგები ცნობილია
სომხეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები შედეგები ცნობილია

სომხეთის ცესკო-მ ხმების დათვლა დაასრულა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ "სამოქალაქო შეთანხმება" ხმების 53.92 პროცენტი მიიღო.

მას მოსდევს სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიან საარჩევნო ბლოკი "სომხეთი“ 21.04 პროცენტით. მესამე ადგილზე კიდევ ერთი ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარქსიანის საარჩევნო ბლოკი "მაქვს პატივი“ 5.23 პროცენტით.

ცესკო-ს ცნობით, გაგიკ წარუკიანის პარტიამ "აყვავებული სომხეთი“ ხმების 3.96 პროცენტი მიიღო.

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 20 ივნისს გამიართა. არჩევნებში 25 პარტია და ბლოკი მონაწილეობდა. ეროვნულ კრებაში მოსახვედრად პარტიებს 5-პროცენტიანი, ხოლო ბლოკებს 7-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა უწევდათ.

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამოცხადება აზერბაიჯანთან 2020 წლის სექტემბერ-ნოემბრის ომის შემდეგ ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმების შედეგად შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო გახდა საჭირო. 2021 წლის 25 აპრილს ქვეყნის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობიდან გადადგა და მთავრობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელის პოსტი დაიკავა. 3 და 10 მაისს სომხეთის ეროვნულმა კრებამ ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევა ვერ შეძლო, რის შემდეგაც სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, პარლამენტის დათხოვნის და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system