თავში

სომხეთმა 2300-ზე მეტი სამხედროს გარდაცვალება ოფიციალურად აღიარა

სომხეთმა 2300-ზე მეტი სამხედროს გარდაცვალება ოფიციალურად აღიარა
სომხეთმა 2300-ზე მეტი სამხედროს გარდაცვალება ოფიციალურად აღიარა

სომხეთის ცნობით, მთიანი ყარაბაღის ომში 2300-ზე მეტი სომეხი ჯარისკაცის დაღუპა. ამის შესახებ სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერმა ალინა ნიკოღოსიანმა განაცხადა.

ამასთან, აზერბაიჯანული მედია იუწყება, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გარდაცვლილთა რეალურ რიცხვს მალავს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, უსაფრთხოების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს, მთიანი ყარაბაღის ომის დროს 4750 გარდაცვლილი სომეხი სამხედრო მოსამსახურის შესახებ აცნობეს. 

ვატიკანში სომხეთის ყოფილმა ელჩმა მიქაელ მინასიანმა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმად,  2250 გარდაცვლილი სომეხი სამხედრო  მორგში იმყოფება, 1,400 გარდაცვლილი მორგში გადაყვანილი ჯერ კიდევ არ არის, ხოლო 1,100 სამხედრო დაკარგულად ითვლება.

”პირველივე დღეებიდან დაიწყო გარდაცვლილთა რეალური რიცხვის დამალვის სამარცხვინო და სევდიანი პროცესი”, - წერს მინასიანი. მან აღნიშნა, რომ აღნიშნული ინფორმაცია ნიკოლ ფაშინიანისა და მისი მეუღლის პირადი ინიციატივით იმალებოდა.

ცნობისთვის, დღეს, აზერბაიჯანმა და სომხეთმა, მთიანი ყარაბაღის რეგიონში განლაგებული რუსი სამშვიდობო ძალების შუამავლობითა და მონაწილეობით, ქალაქ შუშაში ბრძოლის ველზე დაღუბულთა ცხედრები გაცვალეს.

შეგახსენებთ, 10 ნოემბერს სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში ომის დასრულების შეთანხმებას ხელი მოაწერა, რის შემდეგაც, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის გაფორმებული შეთანხმება ძალაში შევიდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system