თავში

სომხეთმა აზერბაიჯანს "ნაღმების რუკა" გადასცა

სომხეთმა აზერბაიჯანს "ნაღმების რუკა" გადასცა
სომხეთმა აზერბაიჯანს ნაღმების რუკა გადასცა

სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებს შორის ისტორიული შეხვედრა დღეს, ბაქოს დროით 17:00 საათზე შედგა.

გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანმა და სომხეთმა შეთანხმებას მიაღწიეს, რის შედეგადაც, აზერბაიჯანს სომხეთმა გადასცა აღდამის რაიონის "ნაღმების რუკა". საუბარია 100 000 მდე ტანკსაწინააღმდეგო ნაღმის ზუსტ მდებარეობაზე. 

აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ სანაცვლოდ ბაქომ ერევანს 15 ჯარისკაცი გადასცა, რომლებიც ქვეყნის შესაბამისი სამსახურების მხრიდან განსაკუთრებულ დანაშაულებებში მხილებულნი არ ყოფილან. 

აზერბაიჯანული მხარის თქმით, "ნაღმების რუკის" მიღებით უამრავი ტრაგედია იქნება თავიდან აცილებული. 

ცნობისთვის, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა. ისინი საქართველოს ტერიტორიის გავლით საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system