თავში

სომხეთმა უპილოტო მფრინავი საშუალებების გამოყენება აკრძალა

სომხეთმა უპილოტო მფრინავი საშუალებების გამოყენება აკრძალა
სომხეთმა უპილოტო მფრინავი საშუალებების გამოყენება აკრძალა

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა, მთიან ყარაბაღში არსებული სამხედრო კონფლიქტის გამო, საჰაერო დრონებისა და უპილოტო საფრენი აპარატების ჰაერში გაშვება აკრძალა. ამის შესახებ განცხადებას სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს.

”დღეისათვის აუცილებელია მთლიანად გამოირიცხოს ნებისმიერი ტიპისა და ზომის უპილოტო საჰაერო ხომალდების გამოყენება, რამაც შესაძლოა მოსახლეობის შეშფოთება გამოიწვიოს", - ნათქვამია განცხადებაში. 

ხელისუფლებამ ყველა მაცხოვრებელს მოუწოდა, ვინც ჰაერში მფრინავ ობიექტს შენიშნავს, დაუყოვნებლივ პოლიციას შეატყობინოს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system