თავში

სომხეთში 2022 წლიდან აუცრელებისთვის შეზღუდვები ამოქმედდება

​სომხეთში 2022 წლიდან აუცრელებისთვის შეზღუდვები ამოქმედდება
სომხეთში 2022 წლიდან აუცრელებისთვის შეზღუდვები ამოქმედდება

სომხეთში 2022 წლის 1-ლი იანვრიდან კორონავირუსზე აუცრელი მოქალაქეებისთვის ახალი შეზღუდვები ამოქმედდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ანაჰიტ ავანესიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

"მოქალაქეებს, რომლებსაც აცრები არ გაუკეთებიათ, საზოგადოებრივი კვების პუნქტებში, კულტურულ ღონისძიებებზე (კონცერტები და ა.შ.) შესვლა მხოლოდ PCR-ტესტის უარყოფითი შედეგის შემთხვევაში შეეძლებათ“, - განაცხადა ავანესიანმა.

მისი თქმით, ვაქცინირებულ მოქალაქეებს მოეთხოვებათ, სრული ვაქცინაციის სერტიფიკატი წარმოადგინონ.

შეგახსენებთ, რომ სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 338 120-მდე გაიზარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system