
სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 339 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 32 490-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.
კორონავირუსით ინფექციის გავრცელებიდან დღემდე 581 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 8 გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 184 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.
20 729 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში კორონავირუსზე სულ 136 802 ტესტი ჩატარდა.