თავში

სომხეთში 24 საათში COVID-19-ით 489 ადამიანი დაინფიცირდა

სომხეთში 24 საათში COVID-19-ით 489 ადამიანი დაინფიცირდა
სომხეთში 24 საათში COVID-19-ით 489 ადამიანი დაინფიცირდა

სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 489 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 31 392-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

კორონავირუსით ინფექციის გავრცელებიდან დღემდე 559 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 13 გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 177 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

19 419 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში კორონავირუსზე სულ 133 104 ტესტი ჩატარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system