თავში

სომხეთში ალკოჰოლის ინტოქსიკაციით 11 ადამიანი დაიღუპა

სომხეთში ალკოჰოლის ინტოქსიკაციით 11 ადამიანი დაიღუპა
სომხეთში ალკოჰოლის ინტოქსიკაციით 11 ადამიანი დაიღუპა

სომხეთში ალკოჰოლის ინტოქსიკაციით 11 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 4 მოწამლული ადამიანი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

სურსათის უვნებლობის სამსახურის განცხადებით, ქალაქ არმავირში მოქალაქეები კუსტარულად დამზადებული არყისგან მოიწამლნენ.

მათ ასევე აღნიშნეს, რომ  ალკოჰოლის მწარმოებელი 50 წლის არმავირის მკვიდრი დააკავეს და გასაყიდად გამზადებული სასმელი ჩამოართვეს. მის წინააღმდეგ კი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

ეჭვმიტანილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system