თავში

სომხეთში აუცრელები, შესაძლოა, ფასიან მკურნალობაზე გადაიყვანონ

​სომხეთში აუცრელები, შესაძლოა, ფასიან მკურნალობაზე გადაიყვანონ
სომხეთში აუცრელები, შესაძლოა, ფასიან მკურნალობაზე გადაიყვანონ

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო განიხილავს ინიციატივას, რომლის თანახმად 1 დეკემბრიდან COVID-19-ზე აუცრელი პაციენტები დაავადების შემთხვევაში სამედიცინო ხარჯებს თავად დაფარავენ. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს პრესმდივანზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისივე თქმით, ასევე მუშავდება ცვლილებების პაკეტი, რომელიც კორონავირუსზე უარყოფითი PCR ტესტის ან ვაქცინაციის მოწმობის წარდგენას რესტორნებში, საკონცერტო დარბაზებსა და ა.შ. ითვალისწინებს.

ამასთან, როგორც ჯანდაცვის უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, ფასიანი ვაქცინაციის საკითხი არ განიხილება და მოქალაქეები აცრას, როგორც ახლა, უფასოდ შეძლებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system