თავში

სომხეთში ბოლო 24 საათში COVID-19-ით 350 ადამიანი დაინფიცირდა

​სომხეთში ბოლო 24 საათში COVID-19-ით 350 ადამიანი დაინფიცირდა
სომხეთში ბოლო 24 საათში COVID-19-ით 350 ადამიანი დაინფიცირდა

სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 350 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 13 675 -ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე 217 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 6 გასული დღე-ღამის განმავლობაში. კოვიდინფიცირებულთა რიცხვი, რომლებიც სხვა დაავადებებით გარდაიცვალნენ 74-ს შეადგენს.

4451 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ამჟამად 8933 პაციენტი კლინიკაში მკურნალობს. ქვეყანაში ტესტირება ამ დროისთვის 71402
 ადამიანს ჩაუტარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system