თავში

სომხეთში ბოლო 24 საათში COVID-19-ით 418 ადამიანი დაინფიცირდა

​სომხეთში ბოლო 24 საათში COVID-19-ით 418 ადამიანი დაინფიცირდა
სომხეთში ბოლო 24 საათში COVID-19-ით 418 ადამიანი დაინფიცირდა

სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 418 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 21 006-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

კორონავირუსით ინფექციის გავრცელებიდან დღემდე 372 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 12 გასული დღე-ღამის განმავლობაში. 126 ინფიცირებული კი, სხვა მიზეზებით გარდაიცვალა, სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო მათ კორონავირუსით გარდაცვლილთა სტატისტიკაში არ აღრიცხავს.

10 144 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ამჟამად 10 364 პაციენტი კლინიკაში მკურნალობს. ქვეყანაში 98 117 ტესტი ჩატარდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system