თავში

სომხეთში ბოლო 24 საათში COVID-19-ით 425 ადამიანი დაინფიცირდა

​სომხეთში ბოლო 24 საათში COVID-19-ით 425 ადამიანი დაინფიცირდა
სომხეთში ბოლო 24 საათში COVID-19-ით 425 ადამიანი დაინფიცირდა

სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 425 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 17 489 -ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე 293 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 8 გასული დღე-ღამის განმავლობაში. კოვიდინფიცირებულთა რიცხვი, რომლებიც სხვა დაავადებებით გარდაიცვალნენ 96-ს შეადგენს.

6571 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ამჟამად 10529 პაციენტი კლინიკაში მკურნალობს. ქვეყანაში ტესტირება ამ დროისთვის 85556 ადამიანს ჩაუტარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system