თავში

სომხეთში ბოლო 24 საათში COVID-19-ით 523 ადამიანი დაინფიცირდა

სომხეთში ბოლო 24 საათში COVID-19-ით 523 ადამიანი დაინფიცირდა
სომხეთში ბოლო 24 საათში COVID-19-ით 523 ადამიანი დაინფიცირდა

სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 523 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 26 065-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

კორონავირუსით ინფექციის გავრცელებიდან დღემდე 453 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 10 გასული დღე-ღამის განმავლობაში. კოვიდინფიცირებულთა რიცხვი, რომლებიც სხვა დაავადებებით გარდაიცვალნენ 149-ს შეადგენს.

14 563 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ამჟამად 10 900 პაციენტი კლინიკაში მკურნალობს. ქვეყანაში 113 665 ტესტი ჩატარდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system