თავში

სომხეთში COVID-19-ის 1 014 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში COVID-19-ის 1 014 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში COVID-19-ის 1 014 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 1 014 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 206 142-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

ინფექციის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 3 817 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 23 გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 964 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსისგან 185 125 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 16 236 ამ დრომდე მკურნალობს. პანდემიის პერიოდში ქვეყანაში ჯამში 920 423 ტესტია ჩატარებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system