თავში

სომხეთში COVID-19-ის 1 097 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში COVID-19-ის 1 097 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში COVID-19-ის 1 097 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 1 097 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 193 736-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

ინფექციის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 3 533 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 18 გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 900 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსისგან 173 681 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 15 168 ამ დრომდე მკურნალობს. პანდემიის პერიოდში ქვეყანაში ჯამში 860 046 ტესტია ჩატარებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system