სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 1 138 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 144 066-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.
ინფექციის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 2 393 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 21 გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 601 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსისგან 120 532 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 20 540 ამ დრომდე მკურნალობს.
თეკო გიორგაძე
ავტორი