თავში

სომხეთში COVID-19-ის 1 231 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში COVID-19-ის 1 231 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში COVID-19-ის 1 231 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 1 231 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 200 129-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

ინფექციის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 3 675 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 28 გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 940 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსისგან 179 043 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 16 471 ამ დრომდე მკურნალობს. პანდემიის პერიოდში ქვეყანაში ჯამში 889 872 ტესტია ჩატარებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system