თავში

სომხეთში COVID-19-ის 1 417 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში COVID-19-ის 1 417 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში COVID-19-ის  1 417 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 1 417 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 320 433-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

ინფექციის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 6 670 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 42 გასული დღე-ღამის განმავლობაში ამას გარდა, გარდაცვლილია 1 332 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსისგან 280 950 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 31 481 ამ დრომდე მკურნალობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system