სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 1 465 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 61 460-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.
ინფექციის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 1 056 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 10 გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 314 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსისგან 47 571 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 13 919 კვლავ მკურნალობას გადის.
თეკო გიორგაძე
ავტორი