თავში

სომხეთში COVID-19-ის 161 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

​სომხეთში COVID-19-ის 161 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში COVID-19-ის 161 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 161 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 342 765-ს მიაღწია. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

ინფექციის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 7845 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 26 გასული დღე-ღამის განმავლობაში ამას გარდა, გარდაცვლილია 1480 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსისგან 326 304 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 7 136 ამ დრომდე მკურნალობს. პანდემიის პერიოდში ქვეყანაში ჯამში 2 456 948 ტესტია ჩატარებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system