თავში

სომხეთში COVID-19-ის 189 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

​სომხეთში COVID-19-ის 189 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში COVID-19-ის 189 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 189 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 338 120-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

ინფექციის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 7 535 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 21 გასული დღე-ღამის განმავლობაში ამას გარდა, გარდაცვლილია 1440 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსისგან 316 198 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 12 947 ამ დრომდე მკურნალობს. პანდემიის პერიოდში ქვეყანაში ჯამში 2 360 218 ტესტია ჩატარებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system