თავში

სომხეთში COVID-19-ის 329 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

​სომხეთში COVID-19-ის 329 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში COVID-19-ის 329 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 329 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 231 322-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

ინფექციის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 4632 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 7 გასული დღე-ღამის განმავლობაში ამას გარდა, გარდაცვლილია 1124 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსისგან 220 617 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 4949 ამ დრომდე მკურნალობს. პანდემიის პერიოდში ქვეყანაში ჯამში 1 372 405 ტესტია ჩატარებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system