თავში

სომხეთში COVID-19-ის 479 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში COVID-19-ის 479 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში COVID-19-ის 479 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 479 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 197 113-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

ინფექციის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 3 614 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 22 გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 923 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსისგან 176 889 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 15 687 ამ დრომდე მკურნალობს. პანდემიის პერიოდში ქვეყანაში ჯამში 876 820 ტესტია ჩატარებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system