თავში

სომხეთში COVID-19-ის 506 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში COVID-19-ის 506 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში COVID-19-ის 506 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 506 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 184 219-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

ინფექციის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 3 360 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 12 გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 860 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსისგან 168 721 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 11 278 ამ დრომდე მკურნალობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system