თავში

სომხეთში COVID-19-ის 510 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში COVID-19-ის 510 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში COVID-19-ის 510 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 510 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 203 327-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

ინფექციის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 3 753 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 18 გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 953 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსისგან 182 836 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 15 785 ამ დრომდე მკურნალობს. პანდემიის პერიოდში ქვეყანაში ჯამში 906 177 ტესტია ჩატარებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system