თავში

სომხეთში COVID-19-ის 590 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში COVID-19-ის 590 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში COVID-19-ის 590 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 590 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 196 634-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

ინფექციის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 3 592 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 17 გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 918 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსისგან 176 009 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 033 ამ დრომდე მკურნალობს. პანდემიის პერიოდში ქვეყანაში ჯამში 873 239 ტესტია ჩატარებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system