თავში

სომხეთში COVID-19-ის 656 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში COVID-19-ის 656 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში COVID-19-ის 656 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 656 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 215 528-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

ინფექციის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 4 087 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 16 გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 1013 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსისგან 197 171 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 13 257 ამ დრომდე მკურნალობს. პანდემიის პერიოდში ქვეყანაში ჯამში 979 060 ტესტია ჩატარებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system