თავში

სომხეთში COVID-19-ის 72 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

​სომხეთში COVID-19-ის 72 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში COVID-19-ის 72 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 72 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 343 708-ს მიაღწია. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

ინფექციის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 7 903 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 4 გასული დღე-ღამის განმავლობაში ამას გარდა, გარდაცვლილია 1493 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსისგან 328 799 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 5 513 ამ დრომდე მკურნალობს. პანდემიის პერიოდში ქვეყანაში ჯამში 2 497 107 ტესტია ჩატარებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system