თავში

სომხეთში COVID-19-ის 760 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში COVID-19-ის 760 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში COVID-19-ის 760 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 760 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 197 873-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

ინფექციის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 3 627 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 13 გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 932 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსისგან 177 601 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 15 713 ამ დრომდე მკურნალობს. პანდემიის პერიოდში ქვეყანაში ჯამში 880 290 ტესტია ჩატარებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system