თავში

სომხეთში COVID-19-ის 808 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში COVID-19-ის 808 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში COVID-19-ის 808 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 808 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 214 872-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

ინფექციის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 4 071 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 13 გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 1009 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსისგან 196 289 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 13 503 ამ დრომდე მკურნალობს. პანდემიის პერიოდში ქვეყანაში ჯამში 974 776 ტესტია ჩატარებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system