თავში

სომხეთში COVID-19-ის 89 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

​სომხეთში COVID-19-ის 89 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში COVID-19-ის 89 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 89 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 344 826-ს მიაღწია. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

ინფექციის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 7 968 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 7 გასული დღე-ღამის განმავლობაში ამას გარდა, გარდაცვლილია 1 505 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსისგან 331 348 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 005 ამ დრომდე მკურნალობს. პანდემიის პერიოდში ქვეყანაში ჯამში 2 556 870 ტესტია ჩატარებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system