
სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 121 ადამიანს დაუდასტურდა გარდაცვლილია კიდევ 4 პაციენტი. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 2 507-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.
სომხეთში, კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, გამოჯანმრთელებულია - 1 071 პაციენტი, 39 ადამიანი გარდაიცვალა.
ამჟამად მკურნალობას 1 393 ადამიანი გადის. ჯამში ქვეყანაში 24 942ტესტი ჩატარდა.
თეკო გიორგაძე
ავტორი