
სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 145 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 3029-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.
სომხეთში, კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე 43 ადამიანი გარდაიცვალა. აქედან ერთი ბოლო დღე-ღამის განმავლობაში.
გამოჯანმთელდა 1218 პაციენტი.
ამჟამად მკურნალობას 1758 ადამიანი გადის. ჯამში ქვეყანაში 29 205 ტესტი ჩატარდა.