თავში

სომხეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 40 410-მდე გაიზარდა

სომხეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 40 410-მდე გაიზარდა
სომხეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 40 410-მდე გაიზარდა

სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 225 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 40 410-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

კორონავირუსით ინფექციის გავრცელებიდან დღემდე 791 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 6 გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 228 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

32 520 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 6 871 კვლავ მკურნალობას გადის. ქვეყანაში კორონავირუსის სულ 176 014 ტესტი ჩატარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system