თავში

სომხეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 8676-მდე გაიზარდა

​სომხეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 8676-მდე გაიზარდა
სომხეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 8676-მდე გაიზარდა

სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 460 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 8676-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე 120 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 7 გასული დღე-ღამის განმავლობაში. კოვიდინფიცირებული პაციენტების რიცხვი, რომლების სხვა მიზეზით გარდაიცვალნენ, 45-ს შეადგენს. გამოჯანმთელდა 3297 პაციენტი.

ამჟამად მკურნალობას 5214 ადამიანი გადის. ქვეყანაში კორონავირუსზე ტესტირება სულ 56 042 ადამიანს ჩაუტარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system