თავში

სომხეთში ოპოზიციური პარტიის ლიდერი გაგიკ წარუკიანი დააკავეს

სომხეთში ოპოზიციური პარტიის ლიდერი გაგიკ წარუკიანი დააკავეს
სომხეთში ოპოზიციური პარტიის ლიდერი გაგიკ წარუკიანი დააკავეს

სომხეთში პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი გაგიკ წარუკიანი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ერევნის სასამართლომ წარუკიანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

წარუკიანს ბრალი ედება 2017 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ამომრჩევლის მოსყიდვაში. პროკურატურაში ეჭვობენ, რომ პოლიტიკოსი 2017 წლის 2 აპრილის არჩევნების წინ, ამომრჩეველთა მოსასყიდად ორგანიზებულ ჯგუფებს ქმნიდა.

16 ივნისს სომხეთის პარლამენტმა ოპოზიციური პარტიის „აყვავებული სომხეთის“ ლიდერს გაგიკ წარუკიანს სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა.

21 ივნისს სასამართლომ უარყო პროკურორის შუამდგომლობა გაგიკ წარუკიანის დაკავების თაობაზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system