თავში

სომხეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობაა - ფაშინიანი

​სომხეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობაა - ფაშინიანი
სომხეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობაა - ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თანამდებობიდან გაათავისუფლა სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ონიკ გასპარიანი, რომელმაც მანამდე მისი გადადგომა მოითხოვა.

ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მოთხოვნა მისი გადადგომის შესახებ სამხედრო გადატრიალების მცდელობაა.

”გენერალური შტაბის განცხადებას სამხედრო გადატრიალების მცდელობად მიმაჩნია. ჩვენს ყველა მომხრეს ახლავე ვიწვევ რესპუბლიკის მოედანზე”, - დაწერა პრემიერ-მინისტრმა Facebook- ის საკუთარ გვერდზე.

ფაშინიანმა დაამატა, რომ მალე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს. 

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ფაშინიანისა და მთავრობის გადადგომა მოითხოვეს. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მთავრობას არ შეუძლია, მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილებები ხალხისთვის კრიზისულ ვითარებაში.

სამხედროებმა ასევე მოუწოდეს ხელისუფლებას, ხალხის წინააღმდეგ ძალის გამოყენებისაგან თავის შეიკავოს.

გუშინ ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის (YSU) შენობაში რამდენიმე ათეული დემონსტრანტი შეიჭრა. ოპოზიციური "სამშობლოს გადარჩენის მოძრაობის" წევრებმა მოუწოდეს სტუდენტებს და პედაგოგებს, შეუერთდნენ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნას.

"სამშობლოს გადარჩენის მოძრაობის" კოორდინატორმა იშხან საღათელიანის განცხადებით, რომ ოპოზიცია ყოველდღიურ საპროტესტო აქციებს პაშინიანის გადადგომის მოთხოვნით გამართავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system