თავში

სომხეთში საპროტესტო აქციის 34 მონაწილე დააკავეს

სომხეთში საპროტესტო აქციის 34 მონაწილე დააკავეს
სომხეთში საპროტესტო აქციის 34 მონაწილე დააკავეს

სომხეთში, 25 დეკემბერს გამართული საპროტესტო აქციის ფარგლებში, სამართალდამცავებმა 34 აქტივისტი დააკავეს. 

ოპოზიციური მოძრაობა "სამშობლოს გადასარჩენად" ინფორმაციით, პოლიციამ მომიტინგეების "უხეში ძალის გამოყენებით" დააკავა.  

25 დეკემბრის საღამოს, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ოპონენტებმა დედაქალაქის რამდენიმე ცენტრალური ქუჩა და გამზირი გადაკეტეს. 

შეგახსენებთ, სომხეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქციები პერმანენტულად იმართება. ოპოზიცია ფაშინიანს ტერიტორიების დათმობაში ადანაშაულებს.

ცნობისთვის, 25 დეკემბერს ფაშინიანი 2021 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოვიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system