თავში

SpaceX-ის მორიგი წარმატებული მისია

SpaceX-ის მორიგი წარმატებული მისია
SpaceX-ის მორიგი წარმატებული მისია

SpaceX-ის სატვირთო კოსმოსური ხომალდი Dragon მექსიკის ყურეში, ფლორიდას დასავლეთ სანაპიროზე საღამოს 20:30 საათზე დაეშვა. ამით კომპანიის 21-ე მისია დასრულდა, რომლის განმავლობაში საერთაშორისო კოსმოსური სადგური 2 ტონამდე ტვირთით მოამარაგა. 

მისია 6 დეკემბერს დაიწყო, როდესაც Falcon 9-ის სარაკეტო სისტემამ Dragon-ი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურამდე მიიყვანა. 

განახლებული Dragon-ის კაფსულით 20%-ზე მეტი ტვირთის ტრანსპორტირება გახდა შესაძლებელი. ამასთან, გაიზარდა კოსმოსური სადგურიდან დედამიწაზე დაბრუნებული სამეცნიერო კვლევითი მასალის რაოდენობაც.  

აღსანიშნავია ისიც, რომ მისიის ფარგლებში, Dragon-ის კაფსულა პირველად, სრულად ავტონომიურად დაუკავშირდა კოსმოსურ სადგურს და შემდეგ გამოეყო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system