თავში

SpaceX-მა კოსმონავტების კოსმოსში გაგზავნის თარიღი გამოაქვეყნა

SpaceX-მა კოსმონავტების კოსმოსში გაგზავნის თარიღი გამოაქვეყნა
SpaceX-მა კოსმონავტების კოსმოსში გაგზავნის თარიღი გამოაქვეყნა

SpaceX  NASA-სთან თანამშრომლობით  სრულფასოვანი ეკიპაჟის კოსმოსში გაშვებას 23 ოქტომბერს გეგმავს. მისიის ფარგლებში, რომელსაც Crew-1 ეწოდება, კოსმოსში სამ ამერიკელ და ერთ იაპონელ ასტრონავტს გაგზავნიან.  ისინი  საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე SpaceX Crew Dragon-ის კაფსულაში გაემგზავრებიან.

ასტრონავტები სადგურზე ექვს თვეს დაჰყოფენ და სხვადასხვა კვლევებს განახორციელებენ. ეკიპაჟში შედიან მაიკ ჰოპკინსი, ვიქტორ გლოვერი, შენონ უოკერი და სოიჩი ნოგუტი. 

NASA და SpaceX ადრე გეგმავდნენ Crew-1– ს დაწყებას სექტემბრის ბოლოს, თუმცა პანდემიის გამო ეკიპაჟის გაშება გადაიდო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system