თავში

SpaceX-მა ორბიტაზე კიდევ 60 თანამგზავრი Starlink გაიყვანა

​SpaceX-მა ორბიტაზე კიდევ 60 თანამგზავრი Starlink გაიყვანა
SpaceX-მა ორბიტაზე კიდევ 60 თანამგზავრი Starlink გაიყვანა

ფლორიდაში, კანავერალის კონცხზე მდებარე კომპლექსიდან კომპანიამ SpaceX კიდევ 60 თანამგზავრი Starlink გაუშვა.

რაკეტა-მატარებელმა Falcon 9 მანამდე 5 მისია შეასრულა: მე-19 და მე-20 კომერციული მისია Dragon, რომელმაც საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მარაგები შეავსო, მისია Starlink, მისია SAOCOM 1B და მისია NROL-108.

ამასთან, მე-6 მისიის დროს Falcon 9 ატლანტიკაში მდებარე მცურავ პლატფორმაზე მართვადი დაშვება ვერ განახორციელა.

ვერტიკალური დაშვება ავტომატურ საზღვაო პლატფორმაზე Of Course I Still Love You სტარტიდან 8 წუთსა და 24 წამში იყო დაგეგმილი, თუმცა კამერებმა დაშვება ვერ დააფიქსირა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system