თავში

ქარიშხალი "იდა" დასუსტდა და ტროპიკულ შტორმად იქცა

​ქარიშხალი "იდა" დასუსტდა და ტროპიკულ შტორმად იქცა
ქარიშხალი იდა დასუსტდა და ტროპიკულ შტორმად იქცა

ქარიშხალი "იდა", რომელმაც 29 აგვისტოს ღამით აშშ-ის შტატ ლუიზიანას დაატყდა თავს, ტროპიკულ შტორმამდე შემცირდა. ინფორმაციას Reuters აშშ-ის ქარიშხლებზე დაკვირვების ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამჟამად, ქარიშხალი მისისიპისკენ მიემართება, მისი სიჩქარე 95 კილომეტრს საათში აღწევს.

30 აგვისტოს საღამოს კი ქარიშხლის ტროპიკულ დეპრესიამდე შესუსტებაა მოსალოდნელი.

ცნობისთვის, ლუიზიანას შტატში ქარიშხლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ძლიერმა ქარმა ხე წააქცია, რომელიც ერთ-ერთი მოქალაქის სახლს დაეცა. მილიონზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენი უკვე ესაუბრა რამდენი შტატის გუბერნატორს. ტეხასსა და ლუიზიანაში დამატებითი სამაშველო ჯგუფები გაგზავნეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system