
მინიმუმ 4 ადამიანი დაიჭრა აშშ-ში, ბოსტონში განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად.
NBC-ის ცნობით, სროლის შედეგად დაშავებული ადამიანები საავადმყოფოში გადაიყვანეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ამ ეტაპზე პოლიციას არავინ დაუკავებია, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.