თავში

სროლა ნიუ-იორკში - დაშავებულია 5 ადამიანი

სროლა ნიუ-იორკში - დაშავებულია 5 ადამიანი
სროლა ნიუ-იორკში - დაშავებულია 5 ადამიანი

აშშ-ში, ნიუ-იორკში, კერძოდ ბრონქსის ოლქში სროლის შედეგად  ხუთი ადამიანი დაშავდა.  ამის შესახებ ინფორმაციას NBC ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი  ადგილობრივი დროით 21:00 საათზე, ვებსტერ ავენიუს მახლობლად მოხდა.

გამოძახებაზე მისულ სამართალდამცავებს შემთხვევის ადგილზე მხოლოდ ერთი დაზარალებული დახვდათ. ხოლო, კიდევ 4 დაჭრილი ახლომდებარე საავადმყოფოში თავად მივიდა.  

ამჟამად დაშავებულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. თუმცა, NBC-ის ცნობით, მათი დაზიანებების უმეტესობა სიცოცხლისთვის საშიში არ არის. 

ინციდენტის მიზეზები და ეჭვმიტანილის ვინაობა უცნობია. ამ დროისათვის მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system