თავში

სტამბოლის ძველ ნაწილში მიწისქვეშა ქსელი აღმოაჩინეს

​სტამბოლის ძველ ნაწილში მიწისქვეშა ქსელი აღმოაჩინეს
სტამბოლის ძველ ნაწილში მიწისქვეშა ქსელი აღმოაჩინეს
© DHA

თურქმა მკვლევარებმა სტაბმოლში საკულტო ნაგებობების, აია-სოფიას, თოფქაფის სასახლისა და აია ირენეს ქვეშ კომუნიკაციების განშტოებული სისტემა აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო DHA ავრცელებს.

მისი ცნობით, ისტორიკოსი არზა ულაში სამი წლის განმავლობაში სტამბოლის ძველი ნაწილის მიწისქვეშა სივრცეებს იკვლევდა. არქივებსა და ბიბლიოთეკებში მან აღმოაჩინა ოსმალეთის მტკიცებულებები 285 მიწისქვეშა ნაგებობის შესახებ, რომელთაგან 59 ამჟამად მიუწვდომელია.

ულაშის თქმით, უნიკალური მიწისქვეშა ცისტერნები, ჭები, წყალსატევები და წყალსაცავები, რომლებსაც საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ ქალაქის წყლით მომარაგებისთვის, ახლა ავარიული მდგომარეობაშია.

მეცნიერმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ლეგენდა აია-სოფიასკენ მიმავალი გვირაბების ქსელის შესახებ მისი მუშაობის დროს არ დადასტურდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system