თავში

სტამბოლში 7-სართულიანი სახლი ჩამოინგრა - VIDEO

​სტამბოლში 7-სართულიანი სახლი ჩამოინგრა
სტამბოლში 7-სართულიანი სახლი ჩამოინგრა - VIDEO

სტამბოლში 7-სართულიანი, ავარიული სახლი ჩამოინგრა. ინფორმაციას ამის შესახებ Haber Turk ავრცელებს.

ინციდენტის ადგილას სასწრაფო სამედიცინო დახმარების და სახანძრო ბრიგადებია მობილიზებული. ჩამონგრევის შედეგად დაზიანდა ახლომდებარე ავტომობილები და გვერდით მდგომი სახლი.

წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

"მაშველებმა ნანგრევებში ვერავინ აღმოაჩინეს, სავარაუდო მსხვერპლის ძებნა გრძელდება", - განაცხადა რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ჰაკან ბაჰადირმა.

მერიის ინფორმაციით, სახლიდან მოსახლეობა ერთი თვის წინ გაასახლეს.

ჩამონგრევის მიზეზი ჯართის შემგროვებლების ქმედება გახდა, რომლებმაც შენობის კედლებიდან და საყრდენიდან რკინის არმატურა ამოიღეს. გარდა ამისა, შენობაში ბოლო ორი სართული უკანონოდ იყო დაშენებული, რამაც საყრდენი კონსტრუქციების შესუსტებას შეუწყო ხელი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system