თავში

სტამბოლში ავარიას ავტობუსის 5 მგზავრი ემსხვერპლა

სტამბოლში ავარიას ავტობუსის 5 მგზავრი ემსხვერპლა
სტამბოლში ავარიას ავტობუსის 5 მგზავრი ემსხვერპლა

თურქეთში, ქალაქ სტამბოლში, აეროპორტის მახლობლად მომხდარ ავარიას ავტობუსის სულ მცირე ხუთი მგზავრი ემსხვერპლა, ხოლო 25 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ განცხადებას  ქალაქის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით ავტობუსი ყარაბუქიდან სტამბოლის მიმართულებით დილის 07:00 საათისთვის მიემართებოდა. ავტობუსი ხიდის ბარიერს დაეჯახა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო დახმარების მანქანები მივიდნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, 10 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის სამი ბავშვია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system