თავში

სტამბოლში მამაკაცს კატა დაესხა თავს - VIDEO

სტამბოლში მამაკაცს კატა დაესხა თავს - VIDEO
სტამბოლში მამაკაცს კატა დაესხა თავს - VIDEO

სტამბოლში მამაკაცს, რომელიც ძაღლთან ერთად სეირნობდა, კატა დაესხა თავს. მამაკაცი მის კნუტებს მიუახლოვდა. ამის შესახებ The Sun წერს.

გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორც ცდილობს მამაკაცი კატის მოშორებას. მან რამდენჯერმე შეძლო მისი ძირს დაგდება, თუმცა კატა ისეთი გააფრთებულია, რომ არ ნებდება და კვლავ უტევს ძაღლს და მის პატრონს. კადრებში ასევე, ჩანს, როგორ უდიერად ეპყრობა კატა მამაკაცის ტანსაცმელს. ის ისეთი გაბრაზებულია, რომ მამაკაცს შარვალი ლამის გახადა.

იმ ქუჩაზე, სადაც ეს ინციდენტი მოხდა პატარა რესტორანია. მისმა მომსახურე პერსონალმა განაცხადა, რომ კატას, რომელსაც კომიკური ფრენჩაიზის "Smurfs" პატივსაცემად დაარქვეს, 5 კნუტი ჰყავს და ის თავის პატარებს ძალიან იცავს.

ბოლოს ძაღლი და მისი პატრონი კატისგან რესტორნის თანამშრომლებმა იხსნეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system