თავში

Starlink-ის მორიგი გაშვება 7 აპრილს არის დაგეგმილი

Starlink-ის მორიგი გაშვება 7 აპრილს არის დაგეგმილი
Starlink-ის მორიგი გაშვება 7 აპრილს არის დაგეგმილი

ამერიკული კომპანია SpaceX ორბიტაზე Starlink-ის 60 ინტერნეტ თანამგზავრის კიდევ ერთ ჯგუფს 7 აპრილს გაუშვებს. ამის შესახებ ინტერნეტ-პორტალი Spaceflight Now იუწყება.

თანამგზავრებს ორბიტაზე გადამზიდი Falcon 9 აშშ-ის დროით 12:34 საათზე, ფლორიდიდან გადაიტანს.

ეს იქნება ინტერნეტის თანამგზავრების ჯგუფის 24-ე გაშვება. SpaceX-ის ორბიტალური ჯგუფი უკვე შედგება 1,383 კოსმოსური ხომალდისგან. მარტში სტარლინკის 60 თანამგზავრის ოთხი პარტია გაუშვეს.

კომპანია ამჟამად მსოფლიოში ყველაზე დიდი სატელიტური ოპერატორია.

მომავალში SpaceX  ამ ტიპის 12,000 კოსმოსური ხომალდის ორბიტალური თანავარსკვლავედის განლაგებას გეგმავს, სრულმასშტაბიანი ქსელის შესაქმნელად, რომელიც დედამიწის მცხოვრებლებს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში უწყვეტი ინტერნეტით მოამარაგებს. პროექტის ჯამური ინვესტიცია 10 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system